ვაქცინაციის ხარვეზები | მოსახლეობას აცრა სურს, მაგრამ ვერ ახერხებს

გამოქვეყნდა:

ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში ისევ მძიმეა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19 მა 24 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის გადარჩენისა და კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად მმართველი გუნდი ვაქცინაციას ასახელებს, თუმცა სწორედ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო იმუნიზაციის პროცესის სათანადოდ ჩატარება, რის შედეგადაც ამ ეტაპზე მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტია აცრილი.

სურვილის მიუხედავად, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ ახერხებს რეგისტრაციის გავლასაც კი. რეგიონებში სადაც ადამიანებს ხელი არც ინტერნეტზე მიუწვდებათ და ტელეფონიც არ აქვთ, რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ - სხვა გზა კი ვაქცინის მისაღებად უბრალოდ არ არსებობს.

როგორ მოახერხებს ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციის პროცესის მართვას და მოახერხებენ თუ არა დაჯავშნასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებას, ამ დროისთვის უცნობია. არადა, წლის ბოლომდე მთავრობის გეგმის თანახმად, მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა აიცრას - დღეს კი მხოლოდ 2 პროცენტია ვაქცინირებული.

 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი