ვითხოვ ქართული მხარის მიერ მეირბეკოვის ექსტრადირებას - გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა

გამოქვეყნდა:

საქართველოში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას დედა გვამის ამოცნობის პროცედურაზე უკვე იყო, მას პოლიციამ საქმის მასალები უკვე გააცნო. აისულუ აიტპაევა ითხოვს, რომ ქართულმა მხარემ ურად მეირბეკოვს ექსტრადირება გაუკეთოს, ქალი მას შვილის მანქანის სანაცვლოდ ქართველებისთვის მიყიდვაში ადანაშაულებს. 

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ 26 წლის გოგოს მანამდე თვითმკვლელობის მცდელობა არ ჰქონია და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს.

"გუშინდელი დღე ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. ვიყავი ამოცნობაზე და გარდაცვლილი ნამდვილად ჩემი შვილია.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს მკვლელობა იყო. ვითხოვ ქართულმა მხარემ მოახდინოს მურად მიერბეკოვის ექსტრადირება საქართველოში. გუშინ ძირითადად აუდიოჩანაწერს ვეცნობოდი. სწორედ ის მაძლევს მკვლრლობის ვერსიიაზე მსჯელობის საფუძველს. ვფიქრობ მკვლელობაში დამნშავეები არიან ბესო, მურადი და აიდოსი. დამატებით ვერაფერს გეტყვი.

გარკვეული მტკიცებულებეი გადავეცი პოლიციას, მაგრამ რადგან გამოძიება მიმდინარეობს ჯერ ვერ გეტყვით. რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, რომ აისუს თვითმკლელობის მცდელობა მანამდეც ჰქონდა ეს ტყუილია", - თქვა გარდაცვლილის დედამ. 

მისივე განცხადებით, ყაზახეთში დღეს დაბრუნდება და 26 წლის გოგოს ცხედარს გადაასვენებს.

ცნობისთვის, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონიძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

ირკვევა, რომ ასელია აიტპაევაზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა. ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი