თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე 1981 წელს დაბადებული მ. ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული, NORINCO MODEL 213 მოდელის პისტოლეტი, ასევე, ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული 8 ცალი ვაზნა. ხოლო, მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ტოკარევის TT კონსტრუქციის პისტოლეტი, და ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, 8 ცალი საბრძოლო ვაზნა", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი