ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 178, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 159 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 137 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.