უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის პროცესის დასაჩქარებლად, ამცრელი კაბინეტების რიცხვი გაიზრდება. თუმცა, როდიდან ცნობილი არ არის.
"გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, გარდა ამისა, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაზე ელექტრონულად დარეგისტრირების საშუალება არ აქვთ, მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს შესაძლებლობას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირდნენ", - განაცხადა ღიბრაძემ.