მიმდინარეობს აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენა- ყაზახი ქალის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ბესო თორდუას ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის საქმეზე დაკითხულია 5- მდე პირი და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.

მისივე თქმით,  მიმდინარეობს აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენის პროცედურა.

დაკითხვის ოქმის თანახმად, გარდაცვლილმა აისელ აიტპაევამ თავის მეგობარს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუყვა მურად მეირბეკოვის მიერ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე, რის შემდეგაც ბესო თორდუა მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ადვოკატ ლაშა შუკაკიძის თქმით, ნივთმტკიცების სახით,  საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა შეფუთვის მედიკამენტები და უცნობი შემადგენლობის ფხვნილი და  ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი არსებობის დადგენა გარდაცვლილის ორგანიზმში. საუბარია  სავარაუდო ალკოჰოლური ზემოქმედების არსებობაზეც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი