ფეხბურთელები შოთი და აჩი არველაძეები ჩუნური ვაქცინა "სინოფარმით" აიცრნენ. მათ ვაქცინა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაცია "ასტრაზენეკასა" და "სინოფარმის" ვაქცინებით მიმდინარეობს. "ასტრაზენეკაზე" ასაკობრივი შეზღუდვა 55 წელია, "სინოფარმზე" კი 18.