ვაქცინის 10 000 დოზა სტრატეგიული ჯგუფებისთვისაა დარეზერვებული - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჯგუფებისათვის Sinopharm-ის 10 000 დოზაა დარეზერვებული.

გაბუნიას თქმით, სტრატეგიულ ჯგუფებში შედის პოლიცია, პენიტენციური სამსახური, მედია და ტურიზმის სექტორი. რომლებზედაც ვაქცინის დოზები თანაბრად არ გადანაწილდება.

"Sinopharm-ის დიდი ნაწილი დაახლოებით, 40 000 დოზა არის უკვე გამოყენებული ან დაჯავშნილი. დაახლოებით 10 000 დოზა არის დარეზერვებული სტრატეგიული ჯგუფებისთვის, რომელიც გახლავთ პოლიცია, პენიტენციური სისტემა, უდიდესი ნაწილი დოზებისა მოხმარდება ამ ჯგუფებს. ასევე, მოკლე პერიოდში დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვისა და ტურიზმის სექტორისთვის. მაგრამ ეს იქნება შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან დარეზერვებული დოზების უდიდესი ნაწილი მოხმარდება პოლიციასა და პენიტენციურ სისტემას", - განაცხადა გაბუნიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი