"სინოფარმის" მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დღეიდან იწყება

გამოქვეყნდა:

ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 12 მაისის 20:00 საათიდან დაიწყება. სამედიცინო დაწესებულებას მოქალაქეები სურვილისამებრ აირჩევენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. 

12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ "სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს. 

ხოლო იმ მოქალაქეებს რომლებსაც სურთ ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე - 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20:00 საათიდან.

  • აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი