ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 149, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 138 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.