
სამოქალაქო აქტივისტი, ცაბუნია ვართაგავა ზუგდიდის პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა, თუმცა მისი თქმით, არცერთი შეზღუდვა არ დაურღვევია და იმ დროს სახლში იყო. აქტივისტი ყვება, რომ 28 აპრილს კომენდანტის საათი დემონსტრაციულად მისმა მეგობარმა დაარღვია, ხოლო პოლიციელებმა ივარაუდეს, რომ ისინი ერთად იქნებოდნენ და ჯარიმა მასზეც გამოწერეს.
"თვითონ ჯარიმა გამოწერილია 7 მაისს და საქმე ეხება 28 აპრილს ჩემს მიერ ვითომ ჩადენილ დარღვევას. საქმე იმაშია, რომ არც 28 რიცხშვი და არც საერთოდ რაც ეს შეზღუდვა არსებობს ე.წ. კომენდანტის საათი არ დამირღვევია არცერთხელ", - თქვა აქტივისტმა.
აქტივისტი 2 000 ლარის გადახდას არ გეგმავს, ის ჯარიმას დღეს გაასაჩივრებს.