
კახეთი ისევ მწვანე ზონაა. საგარეჯოელ მედდას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, COVID 19-ზე მედიკოსის მესამე ანალიზის პასუხიც უარყოფითია. მედდა საავადმყოფოდან უკვე სახლში გაწერეს.
შეგახსენებთ, რომ მედდას, რომელიც საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსა" და ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი PCR ტესტით სამი დღის წინ დაუფიქსირდა.