ახალი სქემა "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ - აქიმიძე და დვალი გამოძიებას მიმართავენ

გამოქვეყნდა:

"რუსთავი 2"-ის მენეჯმენტმა სასამართლომდე 2 დღით ადრე, ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას მიმართა. როგორც ყოფილი დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ამბობენ, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელმა პირებმა მნიშვნელოვანი პროცესის წინ ქონება უკანონო გზით გადამალეს.

კერძოდ, მათი თქმით, მას შემდეგ რაც "რუსთავი 2" "პრაიმტაიმთან" გაერთიანდა ცალკე კომპანია, მედია ჰოლდინგი შეიქმნა, რომელსაც "რუსთავი 2"-მა ქონება სრულად გადასცა.

"ახლა ნათლად ჩანს, რა იყო ამოცანა. მათ არ ჰქონდათ ზუსტი სქემა, როგორ აერიდებინათ მოსალოდნელი ზარალი და წაგება. მე დარწმუნებული ვარ, სასამართლომ სხდომა მანამდე არ დანიშნა, სანამ ეს სქემა თაღლითობის სქემა შემუშავებული არ იყო, რომ გადამალონ ის მითვისებული კომპანიის მთელი ქონება და რესურსები.

ჩვენ გაგვისროლეს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ სააპელაციო ბოლოს დააკმაყოფილებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვადა 2 თვე აქვს. 2 თვის თავზე ამოცანა და გეგმა ის არის, რომ არანაირი ღირებული ქონება "რუსთავი 2-ს" აღარ ჰქონდეს, როცა ჩვენ ამას დაგვიკმაყოფილებენ",- თქვა დავით დვალმა.

ტელეკომპანია ახლა სააქციო საზოგადოება მედია ჰოლდინგის ფარგლებში მუშაობს, თუმცა სახელწოდება "რუსთავი2" იგივე დაიტოვეს.

"ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენ დაგვჩაგრეს, მოგვატყუეს, გადაგვაგდეს და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ჩვენ პრინციპულად ვიომებთ", - თქვა ჯარჯი აქიმიძემ. 

ადვოკატ კახა კოჟორიძის თქმით, ისინი ითხოვენ, რომ ამ სქემის გასაშიფრად გამოძიება დაიწყოს, მათ საგამოძიებო უწყებებს უკვე მიმართეს. 

სასამართლო პროცესი 14 მაისსა ჩანიშნული, "რუსთავი 2"-ის წილის 60% დაყადაღებულია. დამფუძნებლები ამბობენ, რომ ახლა კომპანია აღარაფერს ფლობს გარდა 10 ლარად შეფასებული 10 აქციისა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი