თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 48 წლის მედდა, ირმა თოფურია გარდაიცვალა. ექიმი წარმოშობით ფოთიდან იყო, მას კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა.
გარდაცვლილი სასწრაფო დახამრების სამსახურში კორონავირუსით დაინფცირებულთა გადამყვან ექიმად, ასევე, კვირაში 3 დღე ფოთის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების მედდად მუშაობდა.
ირმა თოფურია 15 დღე მკურნალობდა, მოგვიანებით ის რესპუბლიკურ საავადმყოფში გადაიყვანას, მისი მდგომარეობა მძიმე იყო, ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა.
არსებული ინფორმაციით, ის კორონავირუსით მეორედ 5 თვის შემდეგ დაინფიცირდა.
ავტორი: ემა გოგოხია.