ქედაში მანქანა ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში - ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ორი გარდაიცვალა.

დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი.

ფოტო: TV25

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი