
მსოფლიო, როგორსაც ვიცნობდით, უკვე სამი თვეა აღარ არსებობს და შესაძალოა, ის ვერც ვეღარასოდეს დაბრუნდეს ზუსტად იმ ფორმით, რომელიც ჩვენთვის მშობლიური და მისაღები იყო.
კორონავირუსმა შეგცვალა პირადად ჩვენც და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაც. შეიცვალა ჩვენი მისალმების სტილიც, გამოსახულებაც და სიყვარულის გამოხატვაც კი. გლობალიზაციის ეპოქაში ყველაზე აქტუალურ საკითხად ახლა სოციალური დისტანცირება იქცა, საუკუნოვანი ტრადიცების ნაწილს კი საერთოდ გაქრობა ემუქრება.
თუმცა, მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლისას, სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ სოციალური დისტანცია, კონტაქტისა და შეხების გარეშე, ადამაინებს ჩვევაში არ გადაუვათ და ძალიან მალე შევძლებთ კომუნიკაციის დამსამყარებლად ყველა ის ჟესტი გამოვიყენოთ, რომელიც მოგვინდება.