თელ-ავივი-თბილისის რეისით საქართველოში 166 ადამიანი ჩამოფრინდა

გამოქვეყნდა:

ისრაელში მიმდინარე დაძაბულობის პარალელურად გუშინ პირველი რეისი შესრულდა თელ-ავივი თბილისის მიმართულებით. Georgian Airways საერთაშორისო ავიახაზებით საქართველოში ისრაელიდან 166 ადამიანი ჩამოფრინდა.

ჩამოსვლის გადაწყვეტილება მათ, ისრაელის თითქმის ყველა რეგიოში შექმნილი რთული ვითარების გამო მიიღეს. მგზავრთა შორის იყვნენ ისრაელის მოქალაქეებიც, რომლებიც თბილისში უსაფრთხოების მიზნით გამოემგზავრნენ. მგზავრებს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა თელ-ავავის ბენგურიონის სახელობის აეროპორტიდან მიეცათ.

არსებული საფრთხის გამო გუშინ ბენგურიონის აეროპორტი დროებით დაკეტილი იყო, თუმცა ფრენები აღდგენილია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი