თურქეთი ირანს ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენს, 6 მანქანას და 32 მაშველს უგზავნის

გამოქვეყნდა:

თურქეთი ირანს ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენს, ექვს მანქანას და 32 მაშველს უგზავნის - გადაწყვეტილება ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ირანის თხოვნის საფუძველზე მიიღო. 

უწყებაში განაცხადეს, რომ ვითარებას ყურადღებით დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მზადოფნაშია კიდევ 15 მაშველი ანკარადან, დიარბაკიდან და კონიადან. 

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია. თავდაპირველად ირანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ვერტმფრენის პოვნის თაობაზე, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად არავის უთქვამს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი