არა რუსულ კანონს! | ემიგრანტებმა ესპანეთის ოთხ ქალაქში აქციები გამართეს

გამოქვეყნდა:

ესპანეთის ოთხ ქალაქში, მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიასა და არნედოში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გამართეს.

"თუ დღეს ჩვენ არ გადავდგამთ ევროპისკენ ნაბიჯებს, საქართველოში შეიძლება დაიწყოს ომი", - მიმართა ერთ-ერთმა გამომსვლელმა ქალაქ მადრიდში შეკრებილ ქართველებს. 

საპროტესტო აქციებში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ უკან, რუსეთში 
დაბრუნებას, აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ევროპული მომავლისთვის აუცილებელია, "ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვიოს რუსული 
კანონი. გარდა ამისა, ისინი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, ეს არ არის ემიგრანტების მხრიდან რუსული კანონის გაპროტესტების პირველი შემთხვევა, აქციების დაწყების დღიდან დღემდე, პროტესტს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი ემიგრანტი შეუერთდა.

მადრიდი:

ბარსელონა:

ვალენსია: 

არნედო:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი