სტუდენტები თბილისში, დღეს, აქცია-მსვლელობას აანონსებენ

გამოქვეყნდა:

სტუდენტური პროტესტის კვირეულის ფარგლებში, პირველი მსვლელობა დღეს, 20 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ცნობილია შეკრების ადგილი, რომელიც აქამდე მოხსენიებული იყო როგორც "პრივატ დრაივის 7". სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოსა და წერეთლის მეტრო-სადგურზე (9 3/4) შეიკრიბებიან.

"ფინალური ლოკაცია ცნობილი გახდება მსვლელობისას, თუმცა მინიშნებად გიტოვებთ შვიდს (7). Piertotum Locomotor! საქართველო საფრთხეშია, სტუდენტებო, აღვასრულოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე", - წერია ორგანიზატორთა მიერ გამოქვეყნებულ ანონსში. 

მსვლელობების ორგანიზატორები არიან: თსუ-ს სტუდენტები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა, BTU აქტივობები და აქტივისტი მედიკოსები დაშავებული აქტივისტებისთვის.

ცნობისთვის, სტუდენტური პროტესტის კვირეული 20-დან 26 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული. ჯერჯერობით მომდევნო დღეების შეკრების ადგილები უცნობია, თუმცა ცნობილია შეკრების დრო და პირობითი მისამართები:

  • 21 მაისი, 18:00 საათი: გოდრიკის ხევი
  • 22 მააისი: ჰოგსმიდი
  • 23 მაისი, 18:00 საათი: საიდუმლო ოთახი
  • 24 მაისი, 18:00 საათი: აზკაბანის ციხე-სიმაგრე
  • 25 მაისი: ჰედვიგი
  • 26 მაისი, 18:00 საათი: ჰოგვორტსი

ყოველი პროტესტის წინა დღეს გავასაჯაროებთ რეალურ ლოკაციებს. გპირდებით მასშტაბურ და თვისობრივად ახალ პროტესტს, დამატებით დეტალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი