დღეს, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება. პროცესზე ჩვენებას 3 გამომძიებელი მისცემს. სამივე მათგანი ბრალდების მხარის მოწმეა, თუმცა გვარამიას ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ პროკურატურის მოწმეები წინა პროცესების მსგავსად ახლაც მის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში ამ დრომდე ვერ მოიძებნა მტკიცებულება, რომელიც ნიკა გვარამიას ბრალს დაადასტურებს, რადგან საქმე სრულად პოლიტიკურია.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი