ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 161 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 138 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.