მარნეულში ერთ-ერთი მაღაზიის წინ მდგარი სწრაფი გადახდის აპარალი მოიპარეს. ქურდებმა ის მაღაზიიდან დაახლოებით 200 მეტრში გატეხეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. სწრაფი გადახდის აპარატიდან წაღებულია 800 ლარამდე თანხა.
მომხდარზე პოლიციამ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.