სასულიერო პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტრენინგი ჩაუტარეს

გამოქვეყნდა:

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სასულიერო პირებს, მათ შორის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ, ნიკოლოზს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა იმუნიზაციის პროგრამები საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სხვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ორგაიზებითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. პირველ ეტაპზე შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი