635 ინფიცირებული და 309 გამოჯანმრთელებული - covid 19-ის ბოლო მონაცემები

გამოქვეყნდა:

Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში ბოლო 24 საათში 9-ით გაიზარდა. ამ დროისათვის ინფიცირებულია 635 ადამიანი. 12-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის 309-ს შეადგენს.

ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი