მკვლელობა გეგუთის ციხეში - გიგა ფარტენაძის მკვლელობაში ბრალდებული ციხეს ტოვებს 

გამოქვეყნდა:

გიგა ფარტენაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ციხეს ტოვებს. შოთა შანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ბრალდებულისთვის დანაშაულის შემსუბუქების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ შანიძის ოქროს მოწმის სტატუსია, რადგან მისი გვარი, მოწმის სახით ბევრ გახმაურებულ საქმეში ფიგურირერბს. 

მათ შორისაა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, ასევე დავით ოთხმეზურისა და ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის საქმეები. დასახელებულ საქმეებზე პროკურორი ამირან გულუაშვილი იყო.

რა სახისაა საპროცესო შეთანხმება, ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხის" პროკურატურისგან ელოდება. ბრალდებულის დედა ნატო შანიძე დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ ციხეშია, რაც შეეხება მოკლული გიგა ფარტენაძის ოჯახის წევრებს, როგორც ისინი ამბობენ, პროკურატურის წარმომადგენლები მათთან რამდენჯერმე მივიდნენ და შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა მოითხოვეს.

ვიღაცის მკვლელობის საქმე უნდა გახსნან და თქვენც შედით იმის მშობლის მდგომაროებაში ვისი საქმეც უნდა გახსნანო - უთხრეს მოკლული გიგა ფარტენაძის დედას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა.

24 წლის გიგა ფარტენაძეს 2014 წლის 4 მარტს, სასჯელაღსრულების N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში, მსჯავრდადებულები – ოთარ შანიძე, ლევან მოისწრაფიშვილი, გიორგი სეხნიაშვილი სასტიკად გაუსწორდნენ. ფარტენაძემ გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

შოთა შანიძე და კიდევ ორი პირი გიგა ფარტენაძის მკვლელობაზე 2015 წელს გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს.

შანიძე ფარტენაძის მკვლელობამდეც მძიმე მუხლებით იყო გასამართლებული და მას 33-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი