3 მკვლელობაში ბრალდებული "ოქროს მოწმე" - ვინ არის და როდიდან ჩნდება შოთა შანიძის სახელი გახმაურებულ საქმეებში

გამოქვეყნდა:

შოთა შანიძე მალე, კიდევ ერთი საქმის ოქროს მოწმე იქნება. ამჯერად რაში გამოიყენებს მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირს პროკურატურა უცნობია, თუმცა სასტიკად მოკლული გიგა ფარტენაძის ოჯახს შოთაძის უწყებამ არაერთხელ სთხოვა, რომ დათანხმებოდნენ მკვლელის ციხიდან გათავისუფლებას. დაზარალებული ოჯახის უარის მიუხედავად, პროკურატურამ შანიძეს საპროცესო შეთანხმება მაინც გაუფორმა, რა პირობებით არავინ იცის.   

ინფორმაციას, რომ შანიძემ ბათუმის ციხე უკვე დატოვა, დედა არ ადასტურებს და არც იმას ამბობს შეუმცირდა თუ არა მის შვილს სასჯელი და რის სანაცვლოდ. საუბარი არ ისურვა არც შანიძის ადვოკატმა. 

შოთა შანიძის სახელი და გვარი პირველად 2008 წელს გახდა ცნობილი.

ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, 2 ადამიანის განზრახ მკვლელობისა და 1 პირის დაჭრის ფაქტზე დააკავეს. სასჯელის მოხდის პერიოდში ის კიდევ ერთხელ გაასამართლეს და ამჯერად 2014 წელს გეგუთის ციხეში  გიგა ფარტენაძის წამებით  მკვლელობის საქმეზე 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ამის შემდეგ ის არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა უკვე მოწმის სტატუსით.

შანიძე პროკურატურის ოქროს მოწმე იყო დავით ოთხმეზურისა და ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის, ასევე  ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეებში.

ამ შემთხვევებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ პროკურატურამ შანიძესთან შეთანხმება დადო - ჩვენებები სასჯელის შემცირების სანაცვლოდ.

ოთხმეზურისა და გურაბანიძის საქმეებზე პროკურორი ამირან გულუაშვილი იყო, რომელსაც დღეს შანიძის გვარი არაფერს ეუბნება. 

2020 წლის ივლისში, როდესაც შანიძის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავდა, შანიძემ სისტემის მხილება გადაწყვიტა და მოყვა ყველაფერი, რაც გეგუთის ციხეში ხდებოდა 2014 წელს, მაშინ როდესაც გიგა ფარტენაძე მოკლეს. თქვა, რომ პროკურატურამ გამოიყენა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი