მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან - გამყრელიძე ბოდიშს იხდის, ტიკარაძე - დუმს

გამოქვეყნდა:

სპეციალური პორტალი, სადაც ვაქცინაციის მეორე ეტაპისთვის მოქალაქეებს რეგისტრაცია უნდა გაევლოთ ან გათიშულია, ან ხარვეზებით მუშაობს. ამირან გამყრელიძე პირობას დებს რომ პრობლემას უახლოეს საათებში გამოასწორებენ. ჯანდაცვის მინისტრი დუმს.

მოქალაქეები ითხოვენ, რეგისტრაციის პირობა შეიცვალოს და მიმართვის დაწერა ისევ ოჯახის ექიმებს შეეძლოთ, რადგან მხოლოდ ონლაინ რეგისტრაცია რეგიონში ფაქტობრივად შეუძლებელია.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან რომ მმართველმა გუნდმა პროცესი განგებ გააჭიანურა და ხარვეზი მხოლოდ ტექნიკური შეცდომა არ არის. ქვეყანაში არ არის შესაბამისი რაოდენობის ვაქცინა მოთხოვნა კი დიდია , შესაბამისად ეჭვობენ რომ ახლა მმართველი გუნდი დროის მოგებას ცდილობს. 

პანდემიის პირველი შემოტევისას მმართველმა გუნდმა 5 მილიონი დახარჯა აპლიკაციაში, რომელსაც კოვიდინფიცირებული უნდა გამოევლინა, თუმცა ამ პროგრამამ შედეგი ვერ აჩვენა.

ახალი პორტალის სერვერში კი ნახევარი მილიონი ლარია დახარჯული თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის მოხერხდება რეგისტრაციის შეუფერხებლად გავლა ან შეიცვლება თუ არა ბაზაში მოხვედრის ფორმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი