80 ათასი ბავშვი განათლების გარეშე - დისტანციური სწავლების პრობლემები

გამოქვეყნდა:

განათლების გარეშე დარჩენილი 80 000 ბავშვი - ახალი კვლევის მიხედვით, წლევანდელი საგანმანათლებლო წელი შესაძლოა ჩავარდეს, რადგან 80 ათას ბავშვს, დისტანციური სწავლების პირობებში, სახლში კომპიუტერი არ აქვს.

ექსპერტები ამბობენ, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი განათლების სისტემა, კორონაკრიზისმა მთლიანად გააშიშვლა და გამოაჩინა ის პრობლემები, რომლებზეც ხელისუფლებას უნდა ემუშავა:

კრიზისის შემდეგ ჩამონგრეული განათლების სისტემა გაშიშვლდა, რაც ნიშნავს განათლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს და ხვალინდელ ღარიბ, წარუმატებელ საქართველოს. ამაზე დიდი პრიორიტეტი ხელისუფლებას ამ წლებში არ უნდა ჰქონოდა" ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

ჩატარდებული კვლევის მიხედვით კი 80 ათასიდან, მინიმუმ, 54 ათასი ბავშვი სოციალურად დაუცველ ოჯახში ცხოვრობს, 12 ათასი კრიზისამდეც განათლების გარეშე იყო დარჩენილი და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უმრავლესობა რეგიონებიდანაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი