ბათუმში, კობალაძის ქუჩის 8 ნომერში ცხედარი იპოვეს. ქუჩა ამ წუთებში გადაკეტილია და იქ სამართალდამცავები მუშაობენ.
პოლიციას საცხოვრებელი კორპუსების ეზო ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კაცია, მომხდარის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"მთავარი არხი" ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.