ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 790 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 168, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 41, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 161 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 139 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.