2 კომპანიის დირექტორი დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების გამო პასუხისგებაში მისცეს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების გამო 2 კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა.

უწყების განცხადებით, ქვემო ქართლში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელები კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატირუად შემოსავლების არასწორად დეკლარიებას აკეთებდნენ, არ იბეგრებოდნენ სათანადოდ, რითიც გადასახადის გადახდას თავს არიდებდნენ.

"საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 514 835 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 317 394 ლარი), ხოლო მეორე შემთხვევაში - 298 465 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 196 785 ლარი).

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიებზე რიცხული ქონებების დაყადაღებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით", - წერია უწყების განცხადებაში. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი