"რუსთავი 2"-ის ქონება გადადის ახალი ჰოლდინგის ხელში - დამფუძნებლები 60%-იანი წილის დაყადაღებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"რუსთავი 2“-ს დამფუძნებლები ტელეკომპანიის ქონების 60%-იანი წილის დაყადაღებას ითხოვენ. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აცხადებენ, რომ კომპანიის ქონება,  შესაძლოა გადამალონ.

აქიმიძე-დვალის ადვოკატი, ქონების დაყადაღების მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენებს.

"მიუხედავად უკვე არსებული და ცალსახად გამოვლენილი უსამართლო დამოკიდებულებისა სასამართლოს მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია ფაქტობრივი თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, დღეს დავაყენებთ არაერთ შუამდგომლობას.",-განაცხადა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.

სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლის, დავით დვალის თქმით, მათ აქვთ იმედი, რომ სამართალი აღდგება და კუთვნილ წილს 60 %-ს დაიბრუნებენ.  დვალმა ყურადღება ახალი ჰოლდინგის შექმნასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა. 

"უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად ეს ქონება გადადის ახალი ჰოლდინგის ხელში. ინტელექტუალური რესურსი გადადის, სიხშირე გადადის და ა.შ აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მკვეთრი მტკიცებულებები იმის, რომ ეს არის საფრთხე და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ამ პროცესის შეჩერება",-თქვა დავით დვალმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საქმის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი