
ბათუმში მომხდარი სავარაუდო მკვლელობის ახალი დეტალები - გარდაცვლილი ქალი უკრაინელია და რამდენიმე წელია ბათუმის ერთ-ერთ სალონში მუშაობდა. ბინაში, სადაც სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა, ის თავად ქირაობდა.
რაც შეეხება მამაკაცს, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის შემდეგ მან თავი მოიკლა.
ცხედრები ამ დროისათვის პროზექტურაშია გადასვენებული. კობალაძის ქუჩის 8 ნომერში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
2 ცხედარი ბათუმში, დღეს დილით ნახეს. კაცის ეზოში, ხოლო ქალის - ბინაში. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე