მდიდარ ქვეყნებს მოვუწოდებ, ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს მიაწოდონ - გებრეიესუსი

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, გადახედონ არასრულწლოვანთა ვაქცინაციის გადაწყვეტილებას და  ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს გაუნაწილონ.

ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ პანდემიის მეორე წელს პირველზე გაცილებით მეტი გარდაცვლილი იქნება.

"იანვარში მე ვისაუბრე მოსალოდნელი მორალური კატასტროფის შესახებ და სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები მართლდება, რამდენიმე მდიდარ ქვეყანაში, რომელმაც ვაქცინების დიდი ნაწილი შეიძინა, ახლა უკვე დაბალი რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანების ვაქცინაციას იწყებენ. კარგად მესმის, რომ ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის სურვილი შეიძლება ბევრ ქვეყანას ჰქონდეს, მაგრამ ახლა მე მათ ვურჩევ, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას და ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს მიაწოდონ", - ამბობს ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

ჯანმო ასევე გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადის ტარებაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ და განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას ქვეყნებმა ადგილობრივი პირობები უნდა გაითვალისწინოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი