ნახეთ: ასტრონომებმა შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის დაფლეთა დააფიქსირეს

გამოქვეყნდა:

ასტრონომებმა 700 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკაში თვალწარმტაცი მოვლენა დააფიქსირეს. გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიურმა, მზეზე 5 მილიონჯერ მძიმე შავმა ხვრელმა ვარსკვლავი დაფლითა და ნაწილობრივ გადაყლაპა - პროცესი, რომელსაც მეცნიერები სპაგეტიფიკაციას უწოდებენ.

► მსგავსი: მეცნიერებმა შავი ხვრელის უპრეცედენტო დეტალები გადაიღეს

ზოგადად, ვარსკვლავების სიკვდილი მძვინვარეა, მაგრამ ეს თუ სპაგეტიფიკაციით ხდება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე მოვლენაა მთელ სამყაროში. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვარსკვლავი შავ ხვრელს ზედმეტად მიუახლოვდება. ამ დროს შავი ხვრელის მიზიდულობა იმდენად მოქმედებს მნათობზე, რომ ის იხლიჩება. როდესაც ვარსკვლავი გაიხლიჩება, ნარჩენები „სპაგეტიფიცირდება“ - მატერიის გრძელი და თხელი ძაფის მსგავსი სტრუქტურა (როგორც სპაგეტის ნუდლსებია), რომელიც შავ ხვრელში ჩაედინება.

► ნახეთ: NASA შავი ხვრელების მოძრაობის გასაოცარ ანიმაციას აქვეყნებს

ასტრონომებისთვის ამ პროცესის დაფიქსირება არც ისე რთულია, რადგან ამ დროს შავი ხვრელის გარშემო არსებული აკრეციული დისკოს ხახუნისა და გრავიტაციის შედეგად კაშკაშა სინათლე წარმოიქმნება. თუმცა, ეს სინათლე მატერიის გაქრობასთან (როდესაც შავი ხვრელი შთანთქავს) ერთად სუსტდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი