"ეწინააღმდეგება მეგობრობის ყოველგვარ გაგებას" | "ოცნება" MEGOBARI აქტის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი MEGOBARI აქტის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს. განცხადების პროექტი უკვე ინიციირებულია. მისი ერთ-ერთი ავტორი შალვა პაპუაშვილია.

განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკვე გადაეცა. მისი განხილვა სესიაზე ხვალ იგეგმება.

"დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ეხება, მათ შორის, MEGOBARI აქტის საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში, ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით, მოვამზადეთ განცხადება პარლამენტის, რომელიც ეხება ამ ე.წ. MEGOBARI აქტს, სადაც მოცემული არის ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით. ინიციატორები გახლავართ ერთის მხრივ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ფრაქცია-პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, სრულიად პარლამენტის სახელით არის ინიცირებული.

მე ვიქნები მომხსენებელი ამ საკითხზე და განხილვები უკვე ხვალ შედგება პარლამენტში, როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ეს ე.წ. მეგობარი აქტი, რომელსაც თავადაც შეუცვალეს სახელი, რადგან ყველაფერი იყო ეს გარდა მეგობრობისა, უნებლიედაც არამხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც სინამდვილეში საქართველოში არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის არის, რომ კიდევ ერთხელ ყველას ვაჩვენოთ რა არის რეალობა არგუმენტებზე დაყრდნობით და ასევე, გავაკეტოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მეგობრობის ყოველგვარ გაგებას, რაც ჩვენ ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიღებული ე.წ. Megobari აქტის სახით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი