თავდასხმა LGBTQ+ აქტივისტებზე - გურამ ფალავანდიშილი გამოკითხვაზე იმყოფება

გამოქვეყნდა:

"დედაენის ბაღში" LGBTQ+ აქტივისტებზე თავდასხმისა და ინსტალაციის დაზიანების ფაქტის გამო, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება.

ინცინდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნას გულისხმობს. 

ცნობისთვის, დღეს "დედაენის ბაღში" LGBTQ+ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია “welcome to the closet” გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. Tbilisi Pride-ის ცნობით, ფალავანდიშვილი აქვტივისტებს თავს დაესხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი