მკვლელობა აბასთუმნის ტყეში | პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულ ძმებ ბაღდოშვილებს ხელს აფარებს

გამოქვეყნდა:

უკვე სამი კვირაა, ახალციხის პოლიცია ახალგაზრდა ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებ ბაღდოშვილებს უშედეგოდ ეძებს. მათთან ერთად მიმალულია იმ შეიარაღებული ბანდის კიდევ 5 წევრი, რომელიც მოკლულს თავს დაესხნენ, მაგრამ ძებნა მათზე არავის გამოუცხადებია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ძმები ბაღდოშვილები და მათი მეგობრები მოკლულმა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დაასაქმა და სოლიდური თანხაც ასესხა. მალევე, ცხადი გახდა, რომ კონტრაქტი სარფიანი იყო და დაქირავებულებმა მეწარმეს საქმიდან საერთოდ გაგდება დაუპირეს. ბიზნესმენმა მათთან კავშირი გაწყვიტა და ფულის დაბრუნება მოსთხოვა.

ამას უკვე ვითარების დაძაბვა მოჰყვა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიზნესმენს სცემეს. ბოლოს კი მას შეირაღებული ბანდა დასხა თავს. შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ყავდა. ყველა ამტკციებს, რომ ვერაფერი დაინახა. ბევრს პირდაპირ შეუთვალეს, რომ სიმართლის თქმა სისხლის ფასად დაუჯდებათ.

ძალიან მალე კი გაირკვა, რომ ბიზნესმენი არ იყო ერთადერთი, ვის მკვლელობაშიც გაქცეულ ბრალდებულებს ადანაშაულებენ. აღმოჩნდა, რომ ძმები ბაღდოშვილები ფიგურირებენ კიდევ ერთ სისხლიან გარჩევაში. მაშინაც, დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ. რეგიონში ამ კრიმინალურ განუკითხაობას კი სწორედ პოლიციის მაღალჩინოსნები აფარებენ ხელს. ისინი მოკლულ ბიზნესმენსაც ავიწროვებდნენ და რაიონიდან წასვლას ურჩევდნენ.

 

დეა მამისეიშვილის რეპორტაჟი: "მკვლელობა აბასთუმნის ტყეში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი