კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ჯერ არ შექმნილა, საქართველოში, სასულიერო პირები "ეშმაკისეულს" უწოდებენ. ისინი ეწინააღმდეგებიან, რომ აცრა სავალდებულო იყოს.
თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ვაქცინა გაიკეთოს, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება, - ამბობს კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.
ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ვისაც უნდა გაიკეთოს, ვისაც უნდა არა. დაძალება არ შეიძლება, - ამბობს მეუფე გერასიმე
სასულიერო პირების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ვაქცინაცია რწმენას ვერაფერს ავნებს და ის არ შეიძლება ეშმაკისეული იყოს
ვაქცინაცია ეშმაკისეული არ შეიძლება იყოს, ვინც ოდნავ მაინც არის გარკვეული მედიცინაში, ამას არ იტყვის, - ამბობს დეკანოზი გიორგი თედორაშვილი "მთავარ არხთან".
არ არსებული ვაქცინის საწინააღმდეგო განცხადება პირველად ხონისა და სამდტრედიის ეპისკოპოსმა გააკეთა. მეუფე საბა ამბობს, რომ მედიკამენტი, რომელიც მომავალში შეიქმნება, ადამიანების დამორჩილებისთვის იქნება