კოვიდვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია | ოქსფორდის კვლევა

გამოქვეყნდა:

ოქსფორდის უნივერსიტეტის პირველი ეტაპის კვლევამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურად მოქმედებენ.

The Sunday time-ის ინფორმაციით, AstraZeneca-სა და Pfizer-ის დოზები საკმარის ანტისეხეულებს ქმნიან იმისთვის, რომ გაანეიტრალონ ინდური შტამის გადადების მაღალი მაჩვენებელი და მნიშვნელოვნად შეამციროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკები.

ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო, 25 მარტს ქვეყანაში Pfizer-ის პირველი დოზები შემოვიდა, 3 აპრილს კი საქართველომ ჩინური Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო.

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი