სისხლიანი დაპირისპირება "კაწროს" მონაწილეობით | ხანგრძლივი სროლა ნაძალადევში

გამოქვეყნდა:

სროლა ნაძალადევში - ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომ 3 პირს მეორე ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ავტომობილის მძღოლი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევა მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩის კვეთაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა, თუმცა საგამოძიებო უწყების წარმომაადგენლები ადგილზე ამ წუთებში მივიდნენ.

მომხდარს თვითმხილველები ადასტურებენ და ამბობენ, რომ სროლა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწროა". ის ტერიტორიაზე გასროლის შემდეგ გამოჩნდა და სწორედ  მისი მეშვეობით გადამალეს ავტომანქანა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი