პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 25 წლის ბიჭმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლიციის მაღალჩინოსანმა ტყეში გაიტაცა და იარაღის მუქარით გააუპატიურა. უკვე 10 დღეა ახალგაზრდა, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ჰყვება, რომ პოლიციელებმა, რომელიც წარსულში მას ოჯახური ძალადობისგან იცავდა, სასაუბროდ ოჩხამურის ხიდთან დაიბარა , მანქანაში ჩაისვა და გაიტაცა, ბოლოს პოლიციელთან ერთად მსხვერპლი ტყეში აღმოჩნდა, სადაც სამართალდამცველმა, აირი დარსალიამ გააუპატიურა.
გაუპატიურებული ახალგაზრდა მამაკაცი, პოლიციის მაღალჩინოსანმა აირი დარსალიამ ტყეში მიატოვა, მსხვერპლი ფეხით პოლიციის პირველივე განყოფილებაში მივიდა და სენაკელ სამართალდამცველებს მათი კოლეგის გარყვნილი ქმედების შესახებ უამბო. 25 წლის ახალგაზრდას ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა, წელის არეში კი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ერთი კვირის განმავლობაში პოლიცია ახალგაზრდა ბიჭის გაუპატიურების საქმეზე არ რეაგირებდა. მსხვერპლი ჰყვება, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს მისი უფროსი ჯუმბერ იზორია მფარველობდა, იზორია ჩხოროწყუს პოლიციის მოქმედი ხელმძღვანელია, თუმცა ის რამდენიმე დღეში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით აკაკი ზოიძეს პარლამენტში შეცვლის.
ეს არ არის პირველი სკანდალი რომლის ეპიცენტრში "ოცნების" ახალი დეპუტატი ჯუმბერ იზორია ექცევა. ერთი წლის წინ ეკა გაგუას ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ იზორიას ნათესავები სახლიდან კონტრაბანდულ, აფხაზურ აქციზიან სიგარეტს და საწვავს ყიდდნენ, მაშინ ამ რეპორტაჟის დროს იზორიას ნათესავები ეკა გაგუას თავს დაესხნენ. სკანდალის გამო გახარიამ იზორია თანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა არჩევნების შემდეგ პოსტზე დააბრუნეს.
მსხვერპლი ჰყვება, რომ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზარალებულმა, პროკურატურაში მობილური ტელეფონით გადაღებული პოლიციელის აირი დარსალიას შიშველი ფოტოები მიიტანა, მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ის ჯერ დაზარალებულად ცნო, დღეს გამთენიისას კი პოლიციელი დააკავა და ბრალი წარუდგინა. დარსალია, ბრალს არ აღიარებს. გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და მას რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.