დაპირისპირება ხელკეტებითა და ბიტებით | ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

გამოქვეყნდა:

სისხლიანი დაპირისპირება დმანისში, "მთავარი არხისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ადგილობრივები ბოლნისიდან "მთავარ არხს" უკავშირდებიან და ამბობენ, რომ სამართალდამცველები შესაბამის ზომებს არ იღებენ. მათი თქმით, პოლიციამ მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გამოკითხა.

რაც შეეხება კონფლიქტის წინაპირობებს, როგორც მაღაზიის მეპატრონემ "მთავარ არხს" უთხრა, სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მარაზიაში ხშირად მიდოდნენ, პროდუქტებს იღებდნენ და ფულს არ იხდიდნენ. ამის შემდეგ მაღაზიის მეპატრონე ახლობლებს დაუკავშირდა და ისინი ეკომიგრანტებს მაღაზიაში დაახვედრა, რის შემდეგაც ადგილზე მცირე დაპირისპირება მოხდა.

პირველი კონფლიქტის შემდეგ, ადგილობრივმა ეკომიგრანტებმა ადგილზე დამატებით ადამიანები მიიყვანეს, რის შემდეგაც მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. დაზარალებულები ორივე მხრიდან არის.

"მთავარი არხი" დამატებით დეტალებს ამ წუთებში ადგილზე არკვევს.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი