ავარია გარდაბანში - დაიღუპა 17 წლის ბიჭი, არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ინფორუსთავის ინფორმაციით არის მსხვერპლი. 

გამოცემა წერს, რომ სოფელ საცხენისში მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა 3 ახალგაზრდა მამაკაცი, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობილია, რომ 1 პაციენტი თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, 2 ახალგაზრდა  "კლინიკა რუსთავში" მოათავსეს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი