ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 038 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 163 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 142 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.