დმანისის ცენტრში ამ წუთებში ისევ დაძაბული ვითარება და დაპირისპირებაა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსახლეობა ისევ ორადაა გაყოფილი, მათი ნაწილი ხელკეტებით და ქვებითაა შეიარაღებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი აზერბაიჯანელების თემმა აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო, მათ მალევე ადგილობრივი სვანეთიდან ჩამოსხალებული ეკომიგრანტების თემი დაუპირისპირდათ.
"მთავარი არხის" კადრებში ჩანს, რომ პოლიციას ადგილიდან რამდენიმე ადამიანი გაჰყავს, ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობია ისინი მოქალაქეებს აკავებენ თუ ადგილიდან არიდებენ.
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მიმდინარეობს გარემოებების გამოკვეთა და საგამოძიებო მოქმდებები.