დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათთან დაკავშირებით "ოქროს შუალედი" მოძებნა. მისივე თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვის სრულად მოხდა ჯერ ჯერობით დაუშვებელია.
"საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა, მით უმეტეს მაისში, როცა სერიოზულად დათბა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, ამიტომ აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. სრული შემსუბუქება დაუშვებელია ჯერ ჯერობით, სანამ ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ასევე, გათვალისწინება მოსახლეობის განწყობისა, ამიტომ ეს ოქროს შუალედი მოიძებნა, რომ შემცირდა ღამის კარანტინის საათობრივობა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი, 17 მაისის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათი 2 საათით გადაიწია - კერძოდ გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
ამავე თემაზე: