Tbilisi Pride პარტიებს ხვდება - გურამ ფალავანდიშვილი აქციას მართავს 

გამოქვეყნდა:

 სასტუმრო "რუმსთან", სადაც LGBT თემის აქტივისტები და პოლიტიკოსები ხელმოწერილ პოლიტიკურ შეთანხმებაზე მსჯელობენ, ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად მივიდა და აქციას მართავს. როგორც ფალავანდიშვილმა განაცხადა, კონფერენციის შესახებ არ იცოდნენ, თორემ უფრო ადრე მოვიდოდნენ და მის ჩაშლას შეეცდებოდნენ.

ცნობისთვის, გუშინ, Tbilisi Pride-მა და 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად თანამშრომლობა დაიწყეს და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. სწორედ, ამ შეთანხმებაზე მსჯელობით გადაწყვიტეს 17 მაისის, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა LGBT თემის წარმომადგენლებმა. 

საპატრიარქომ კი, მათ მიერ დაწესებული ოჯახის დღის აღსანიშვნავად, თბილისის ქუჩები აკურთხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი