
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორს, გიორგი მჟავანაძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.
სასამართლო მას 173-ე მუხლის (სამართალდამცველის დაუმორჩილებლობა ან მისი შეურაცხყოფა) დარღვევას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე ნინო თარაშვილმა ინციდენტში გიორგის ბრალეულობა ვერ დაინახა და საქმის წარმოება შეწყვიტა.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი, 2021 წლის 5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. აქტივისტები საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლიანი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ.